24 აგვისტოს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, მაღალმთიან აჭარაში ბოლო დროს წარმოებულ არქეოლოგიურ სამუშაოებზე პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომელი ტარიელ ებრალიძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ აჭარის მუზეუმის-ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლები.