14 აპრილს, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოიფინა მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე გამოცემული წიგნები, გაზეთები და ხელნაწერები. გამოფენა გახსნა სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ. ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის მმართველმა, პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა, გამოფენას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და სკოლის მოსწავლეები.