ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა გამოფენა: “ორგზის ნობელიანტი ქალის - მარი სკლოდოვსკა-კიურის ცხოვრების ისტორია”.
მარი სკლოდოვსკა-კიური იყო პირველი ქალი, ვინც ნობელიანტი გახდა და ორჯერ მიიღო ნობელის პრემია, 1903 წელს - ფიზიკაში, 1911 წელს – ქიმიაში, პირველმა ჩაატარა კვლევა რადიაციით გამოწვეული სიმსივნეების მკურნალობის შესახებ და დააარსა მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევითი ცენტრები, ასევე მეცნიერმა თავის მეუღლესთან პიერ კიურისთან ერთად აღმოაჩინა რადიუმი და პოლონიუმი.
მუზეუმში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ მარი სკლოდოვსკა-კიურის ფოტოები, გაცნობოდნენ პირველი ქალი ნობელიანტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას.
დამსწრე საზოგადოებამ, დოკუმენტური ფილმის საშუალებით გაიგო საინტერესო ისტორია რადიოაქტიური ნივთიერებების შესწავლის სფეროში არაერთი მიგნების პირველაღმომჩენის შესახებ.