„დარჩი სახელოსნოში“ ასე ჰქვია გამოფენას, რომლისთვისაც ნამუშევრები პანდემიის პერიოდში შეიქმნა.
გამოფენაზე 7 ქვეყნიდან 30 მხატვრის ნამუშევარი ონლაინ წარადგინეს და ფოტომასალის სახით გამოფინეს. გამოფენის ორგანიზატორი გახლავთ მხატვართა გილდია და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი.მხარდამჭერია გაეროს ოფისი საქართველოში და სადაზღვევო კომპანია "არდი" . გახსნას ესწრებოდა გაეროს კოორდინატორი საქართველოში საბინა მარკოტი.