ძველი ბათუმის ამბები’’ - 24 მაისს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გაიმართა მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დახურვა.
მუზეუმის თანამშრომლებმა გამართეს პერფორმანსი, გააცოცხლეს ძველი ქართული ხელსაქმის ისტორია, ქარგვის, ქსოვის და მატყლის დართვის ტრადიციები. ქალაქ ბათუმის № 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ძველი ბათუმელებისათვის დამახასიათებელი კაბები მოირგეს. აქვე წარმოდგენილი იყო მუზეუმის ფონდში არსებული ექსპონატების გამოფენა. კვირეულის დახურვის ღონისძიებას, განსაკუთრებული ელფერი შესძინა ხელოვან, ირაკლი ცეცხალაძის საჩუქარმა-"ქაღალდით შესრულებული აჭარის მუზეუმის ლოგო", რომელიც საპატიო ადგილს დაიჭერს ჩვენს ფონდში.
"Old Batumi News" - On May 24, Khariton Akhvlediani Museum held the closing week dedicated to International Museum Day.