2022 წლის 2 მარტიდან, ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება გამოფენა - „საგაზაფხულო სალონი“.
გამოფენაზე ექსპონირებულია თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნიმუშები.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და სოლიდარობის ნიშნად გამოფენის ოფიციალური გახსნა არ გაიმართება.
გამოფენა გაგრძელდება 25 მარტამდე.