18 ივლისს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, გაიმართა გამოფენა სახელწოდებით, ,,სიცოცხლე შავ ზღვაში“. მუზეუმის ექსპონატებთან ერთად გამოიფინა ხელოვან დავით გოგიტიძის ზღვიდან გამორიყული, ხის ნაფოტებისაგან შექმნილი ნამუშევრები . გამოფენის ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს სამი დღის განმავლობაში ექნება.