ლუვრის კარუსელი

enlightened საერთაშორისო გამოფენაში ,,ლუვრის კარუსელი“ მონაწილეობის მისაღებად  მხატვართა შერჩევის ღია კონკურსი.

,,ლუვრის კარუსელი“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალია, სადაც საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, 17-19 ოქტომბერს მონაწილის სტატუსით წარსდგება  სსიპ აჭარის  მუზეუმის აჭარის ხელოვნების მუზეუმი, შერჩეული კონკურსანტების სახით.

სსიპ აჭარის  მუზეუმის  აჭარის ხელოვნების მუზეუმი წლების განმავლობაში პოპულარიზაციას უწევდა და უწევს ქართულ, თანამედროვე სახვით ხელოვნებას.

 კონკურსი ტარდება სსიპ აჭარის მუზეუმის მიერ, აჭარაში მცხოვრები და მოღვაწე მხატვრების ხელშეწყობის/მხარდაჭერისათვის, მათთვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველყოფის, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების,  თანამედროვე ტენდენციების გაცნობისა და  ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით.

▪️კონკურსის მიზანია გამოავლინოს და შეარჩიოს მხატვრები, რომლებიც წარსდგებიან  საერთაშორისო გამოფენაზე ,,ლუვრის კარუსელი” - სსიპ აჭარის  მუზეუმის აჭარის ხელოვნების მუზეუმის სახელით.
▪️კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხატვრებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დებულებით განსაზღვრულ პირობებს.

===> დებულება: https://shorturl.at/2XRg3 

-- კონკურსის მიმდინარეობა და ვადები:
* განაცხადების მიღების ვადა: 2025 წლის 16 აგვისტოდან 2025 წლის 26 აგვისტომდე;
* განაცხადების გადარჩევა-2025 წლის 26 აგვისტოდან   2025 წლის 30 აგვისტომდე;
* კონკურსის დასრულების ვადა: არაუგვიანეს 2025 წლის 02 სექტემბრისა.
* კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადება: არაუგვიანეს 2025 წლის 03 სექტემბრისა.