მოსასვენებელი  სივრცის გახსნა

12 აგვისტოს, ბათუმში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის  მუზეუმის ეზოში  მოსასვენებელი  სივრცე გაიხსნა. სივრცით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეეძლება, როგორც ვიზიტორებს, ისე ქალაქის სტუმრებს. ისინი ღია სივრცეში უფასოდ გაეცნობიან ადგილობრივ კულტურას, აჭარის რეგიონის ყოფა-ცხოვრებას. სამომავლოდ, სივრცე საგანმანათლებლო პროგრამებსაც დაეთმობა.