7 სექტემბერს, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში, გამოფენა "ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობიანი მსოფლიოსათვის" გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მშვიდობის სფეროს ნობელიანტების ფოტო - ისტორიები.
მუზეუმის მმართველმა, მედეა ჩარკვიანმა ვიზიტორებს წარუდგინა პრეზენტაცია და ისაუბრა ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატზე, მალალა იუსაფზაიზე, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა "ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩაგვრასთან ბრძოლისა და ბავშვების განათლების უფლებისათვის."