„ცხოველები ჩემი ნაწილია“- ამ სახელწოდებით პერსონალური გამოფენა გაიმართა 25 ივლისს, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში. მხატვარმა კაკაჯან ჩალიევმა საგამოფენო სივრცეში ანიმალისტური ჟანრის ფერწერული ტილოები წარმოადგინა. ხელოვანი თურქმენეთშია დაბადებული და წლებია ბათუმში ცხოვრობს და მოღვაწეობს. დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა 6 დღის განმავლობაში შეეძლება.