16 ივლისს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში -პროექტ „მუს-არტი“ - ის ფარგლებში კერამიკული ნამუშევრების ექსპოზიცია მოეწყო.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე ენახათ, როგორ იქმნება და მზადდება კერამიკული ნიმუშები.
პროცესი მუსიკალურად გააფორმა რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის კვინტეტმა.