7 მარტს, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ქალ მხატვართა გამოფენა გაიხსნა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ, სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ, აჭარის ხელოვნების მუზეუმის მთავარმა კურატორმა ლევან წულუკიძემ და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა რატი ჩიბურდანიძემ მხატვრებს, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა ქალ მხატვრებს , თაიგულები გადასცეს.