საგანმანათლებლო/შემეცნებით ტურები

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაღალმთიანი აჭარის წარჩინებული მოსწავლეებისათვის ატარებს საგანმანათლებლო/შემეცნებით ტურებს.

საგანმანათლებლო ტურის ნაწილია ვიზიტი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ ჩაერთონ მუზეუმის მიერ დაგეგმილ აქტივობებში.

საგანმანათლებლო/შემეცნებით ტურებში მონაწილეობს ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სკოლების მეცხრე კლასის 177 წარმატებული მოსწავლე.