ტომა სტენკოს პერსონალური გამოფენა.

 

14 ივნისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, მხატვარ ტომა სტენკოს (ლონდონი) პერსონალური გამოფენა ,,ორი მდინარის ერთი ნაპირი“ გაიხსნა.

მხატვარი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო ხელოვნების გამოფენებზე. მისი ნახატები ნიუ-იორკის ლონდონის, პარიზის დოჰას, დუბაის და მსოფლიოს სხვა ქალაქების კოლექციებში ინახება.