ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, დღეს, ჯგუფური გამოფენის „არტ-ოდისეა“-ს II ნაწილი გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თანამედროვე მხატვრების სხვადასხვა ჟანრსა და მასალაში შესრულებული ახალი ნამუშევრები - პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი, სიუჟეტური კომპოზიცია.
გამოფენა გაგრძელდება 10 მარტის ჩათვლით.