ონლაინ რესურსები

პროექტ ,,კერამიკის ალქიმია“-ს 2024 წლის დასკვნითი ღონისძიება

აჭარის ხელოვნების მუზეუმში, 6 სექტემბერს, პროექტ ,,კერამიკის ალქიმია“-ს 2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორი თეონა ზოიძე და ამ პროექტის ხელმღვანელი, კერამიკოსი, ამირან კახიძის სახელობის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ლია კასპელაშვილი. წარმოდგენილი იყო 12 დღიანი საგანმანათლებლო პრაქტიკული მასტერკლასების დროს შექმნილი კერამიკული ნაკეთობები. ჩატარდა პროექტის მრავალფეროვანი აქტივობების პრეზენტაცია და შეჯამება-ანალიზი.ვიზიტორებს მიეცათ შესაძლებლობა თიხის ძერწვის სახალისო აქტივობებში ჩართულიყვნენ.ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის ბავშვთა ფოლკლორულმა გუნდმა ,,ჰანგები“, ქალბატონ ეთერ დარჩიძის ხელმძღვანელობით.პროექტის მონაწილე და მხარდამჭერი ინსტიტუციები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.

გაზიარება