21 ოქტომბერს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩატარდა შეხვედრა ქალაქ ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგებთან.შეხვედრაზე აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ქალბატონმა თეონა ზოიძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია- „ბათუმი მუზეუმების ქალაქი“, გააცნო VR სათვალის შესაძლებლობები, რომელიც გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში, დაანონსა ახალი მუზეუმ პასის პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის, Museum Pass - STUDENT რომლითაც მოსწავლეები შეძლებენ ყველა მუზეუმში ერთჯერად ვიზიტს და საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობას მთელი წლის განმავლობაში შეზღუდვების გარეშე. მუზეუმების მმართველებმა მასწავლებლებს გააცნეს 60-მდე საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც წარმატებით ხორციელდება გაერთიანებაში. პროგრამები აგებულია ესგ მიხედვით და არის საოცარი შესაძლებლობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ახლის შეცნობისა და განვითარებისათვის, ჩვენი ისტორიისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და შესწავლის გზა.