სსიპ აჭარის მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, პირველ სექტემბერს მასპინძლობდა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მონაწილე პოლონელ მოსწავლეებს. სტუმრებს მუზეუმში შეხვდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ზაურ ახვლედიანი, სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორი თეონა ზოიძე და ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი ოთარ გოგოლიშვილი. შეხვედრაზე ისაუბრეს პოლონეთის და საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებზე, განიხილეს ისტორიული მხარეები, ისაუბრეს გაცვლით პროგრამებზე, გაეცნენ ჩვენს კულტურას, შეხვდნენ ახალგაზრდებს და ჩაუტარდათ ექსკურსია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის და აჭარის ხელოვნების მუზეუმებში. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს მათთვის პირველი გაცვლითი პროგრამა იყო და გაუმართლათ, რომ საქართველოში მიიღეს პირველი გამოცდილება. ასევე მადლობა გადაუხადეს სამინისტროს წარმომადგენლებს პროექტის მხარდაჭერისთვის და აჭარის მუზეუმს საქართველოს კულტურის გაცნობისთვის.აჭარის ხელოვნების მუზეუმში პოლონელ მოსწავლეებს შეხვდა მუზეუმის მმართველი თენგო დოლიძე და მიეცათ შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ თანამედროვე მხატვარს - თეკლა მელაძეს, რომლის გამოფენაც ამჟამად მიმდინარეობს აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში.