ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით ,,შობა-ახალი წელი აჭარის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული" მონაცემების მიხედვით, რომელსაც უძღვებოდა ბათუმის არქ. მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ირმა კარანაძე.

ღონისძიების შესახებ

დღეს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით ,,შობა-ახალი წელი აჭარის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული" მონაცემების მიხედვით, რომელსაც უძღვებოდა ბათუმის არქ. მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ირმა კარანაძე.
 ღონისძიებაზე განხილულ იქნა შობა-ახალ წელთან დაკავშირებული საახალწლო და საშობაო ტრადიციები. ასევე, აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლების მნიშვნელობები, იმ უძველეს ქრისტიანულ ნაეკლესიარებსა და უმსხვილეს საეკლესიო ცენტრებზე, რომლებიც ჩამოყალიბებული იყო სხალთაში_ IV, პეტრაში _VI, ხინოში_IX და ტბეთში_X საუკუნეებში.
 შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები   
ღონისძიების სტუმრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. თხილნარის #1 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები იყვნენ.
 

გაზიარება