ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

პროგრამის შესახებ

2017-2018 სასწავლო წლის

საგანმანათლებლო პროგრამები

 

 

ბათუმის არქეოლოგიური  მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს 2017-2018 სასწავლო წლისათვის. ეს ბუკლეტი  შესაძლებლობას გაძლევთ გაეცნოთ თითოეული პროგრამის შინაარსს და ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა

თითოეული პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, გაზარდოს სამუზეუმო საქმიანობით მოსწავლეთა დაინტერესება, ჩართოს ისინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში,  ხოლო, მეორე მხრივ, ხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით გააფართოოს მუზეუმის დამთვალიერებელთა აუდიტორია, გააქტიუროს და გააჯანსაღოს სამუზეუმო ცხოვრება და აქციოს იგი რეგიონის ქმედით კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად.  საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებით პროექტებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდები გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნას ისტორიასა და არქეოლოგიაში, მიიღებენ დამატებით ინფორმაციას, შეიძენენ ახალ წარმოდგენებს,^გამოუმუშავდებათ საველე სამუშაოების პრაქტიკული უნარ-ჩვევები; საგანმანათლებლო პროგრამები გაზრდის მოსწავლეთა აქტიურობას სწავლების პროცესში და განუვითარებს მათ კვლევით უნარებს; მხარის ისტორიული წარსულით დააინტერესებს მომავალ თაობებს, დაეხმარება მოსწავლეებს თვალსაჩინოდ აღიქვან და სრულყოფილად და ხატოვნად გაიაზრონ საქართველოს ისტორიის ცალკეული ეტაპები, სხვადასხვა ეპოქის ქართული კულტურა, გააძლიერებს მათში ეროვნული სიამაყის გრძნობას და დაეხმარება მათ აღიქვან საკუთარი თავი უძველესი ისტორიისა და დიდი ტრადიციული ღირებულებების მქონე ერის კულტურული მემკვიდრეობის მატარებლად;

        პროგრამები ინტეგრირებულია, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს არა მხოლოდ საკუთარი მხარის ისტორია  შეისწავლონ უკეთ, არამედ გაეცნონ მის კავშირს სხვა სამეცნიერო დისციპლინებთან და ყველა საგანში გაიღრმავონ ცოდნა.

პროგრამებში მონაწილეთა რაოდენობა იცვლება მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. მონაწილე ბავშვების მინიმალური რაოდენობაა 8, მაქსიმალური - 25.

ზოგიერთ პროგრამაში მონაწილეობა ფასიანია (მითითებულია თითოეულ პროგრამასთან).

მისამართი: ჭავჭავაძის ქ.№77

 

 

საბავშვო  სახალისო   არქეოლოგია

პროგრამის მიზანია ნივთის მოპოვებიდან მის საგამოფენო დარბაზში განთავსებამდე  განვლილი  გზის  გაცნობა.

სპეციალურად გამოყოფილ სამუზეუმო  სივრცეში, სადაც მოწყობილია იმიტირებული არქე­­ოლოგიური ველი, მოსწავლე ახალგაზრდები, მუზეუმის წარმომადგენლის  ხელ­მძღვა­ნე­­ლო­ბით, პრაქტიკულად გაივლიან არქეოლოგიური სამუშაოს ყველა ეტაპს: მოიპოვებენ არტეფაქტს, მოახდენენ ამ ნივთის ფიქსაციას, დამუშავებას, აწარ­მო­ებ­ენ არ­ქეოლოგისთვის აუცილებელ საველე დღიურს და სხვ.

 

პროგრამა განკუთვნილია:  V–XI კლასის მოსწავლეებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა:  60–90 წუთი.

ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით

ჩატარების ადგილი: არქეოლოგიური მუზეუმის საბავშვო არქეოლოგიის ოთახი.  

პროგრამის კოორდინატორი: გურამ ჩხატარაშვილი

გაზიარება