ბრინჯაოს ცული,ხულო,ხიხაძირი,ძვ.წ. VIII-VII სს.

კოლექციის შესახებ

აქვს მახვილი ყუა, წვეტიან-ოვალური მოყვანილობის სატარე ხვრელი, მაღალი ტანი, გორდა ასიმეტრიული პირი. ცულის შუბლის წახნაგზე ყუასთან გრავირებულია წყვილი კონცენტრული წრე, წელის არეში _ პირისაკენ მიმართული წერტილებით შევსებული დაკლაკნილი გველები; საპირისპირო წახნაგებზე ზენური ხვიები, ხოლო ცულის ორივე ლოყაზე სტილიზებული ძაღლია გამოსახული. ფიგურას აქვს დაცქვეტილი ყურები, დაღებული პირი, ზემოთკენ აწეული დინგი, მაღალი სქელი მომრგვალებული კისერი, მოკლე ტანი, მოხრილი ფეხები, კუდი მორკალული.

გაზიარება