პირი გარეთკენ გადაშლილი,ყელი ცილინდრული,ტანი სფეროსებრი,ძირი ბრტყელი,ყური მრგვალგანიკვეთიანი. ყელის დასაყისთან დატანილია ზოლებს შორის მოქცეული მოგრძო ხაზების ორნამენტი,საიდანაც თითქმის ძირამდე ეშვება ურთიერთდაშორებული მცენარეული ორნამენტის ოთხი ვერტიკალური ზოლი. არქიტექტონიკისა და სამკაულის პროპორციული შესრულებით ფიჭვნარელ მეთუნეთა ნაკეთობას ანალოგი არ ეძებნება.