გურჯი ხათუნი ნუმიზმატიკასა და ლიტერატურაში

პროგრამის შესახებ

მუზეუმში დაცული მე-13 ს სელჯუკური მონეტა ლომისა და მზის გამოსახულებით, შეიძლება ითქვას, რომ თავისებური ნუმიზმატიკური რომანი, ლითონის „წიგნია“, რომელიც გურჯ-ხათუნად წოდებული თამარ რუსუდანის ასულის სიყვარულის ისტორიას გადმოგვცემს. იმავე ისტორიას მოგვითხრობს დ. ტურაშვილის რომანი „გურჯი-ხათუნი“. ორივე ერთად კი იდეალური მასალაა შესაბამისი ეპოქით მოსწავლის დასაინტერესებლად. გაკვეთილი ინტეგრირებულია, ნუმიზმატთან ერთად გულისხმობს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სპეციალისტების ჩართულობას.  
პროგრამა განკუთვნილია X-XII კლასების მოსწავლეებისათვის
ხანგრძლივობა: 45-60 წუთი
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
ჩატარების ადგილი: საექსპოზიციო დარბაზი.
კოორდინატორები: ირინა ვარშალომიძე, ნინო ძნელაძე
 

გაზიარება