იმპორტული ნაკეთობანი,ბათუმის ციხე,ძვ.წ.VIII-VII სს

კოლექციის შესახებ

აღმოსავლეთ პონტოსპირეთში ბათუმის გორასამოსახლო ჯერჯერობით ერთადერთი ძეგლია, სადაც დადასტურებულია ანტიკურ – ბერძნულ სამყაროსთან დაკავშირებული იმპორტული ნაკეთობანი, რომლებიც ძვ.წ. VII ს-ის ბოლოთი და ძვ.წ VI ს-ის დამდეგით თარიღდებიან. ესენია ე.წ. სადაზოლებიანი იონიური კერამიკული ნაწარმი და კუნძულ ქიოსის, ლესბოსის, სამოსის, თაზოსის, მენდესა და სხვა განუსაზღვრელი ცენტრის ამფორები. ელინისტური ხანისათვის აქაურ მკვიდრთ თავადაც დაუწყიათ კოლხური ამფორების დამზადება.

გაზიარება