ვიწრო, წაგრძელებული ოთხკუთხა მოყვანილობის. ჩაღრმავებულ ფუძეზე 10 სამანჭვალე ნახვრეტია გაკეთებული. შიგნითკენ მოხრილი წვეტიანი კაუჭი მიმაგრებულია აბზინდის შუა წელზე. აბზინდა დაფარულია ორმაგი ხაზებისაგან შედგენილი ოთხკუთხა ჩარჩოში ჩასმული დეკორით: ესაა ღრმა ნაკვეთი ოთხი სვასტიკა, რომლებიც შემოფარგლულია ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ზომისა და სიხშირის სპირალური ხვიებით.