მძივები,ხელვაჩაური,მაზვილაური,ძვ.წ VII სს

კოლექციის შესახებ

სარდიონის. სხვადასხვა ზომის. შესანიშნავადაა დამუშავებული. გაუმჭვირვალე და გამჭვირვალე ყავისფერი. წამყვანია ეპოქისათვის დამახასიათებელი სფერული. მომდევნო სახეობა ე.წ. წვეთისებრ-ცრემლისებრი მოყვანილობის მძივსაკიდებითაა წარმოდგენილი. გაიზარდა გიშრის მძივების რიცხვიც. ესენიც შესანიშნავად დამუშავებულ-გაპრიალებულია. სხვადასხვა ზომისანი. ჭარბობს სფერულები. ზოგიერთი მათგანი იშვიათ მონაპოვართა რიცხვს განეკუთვნება. ერთეულია რომბისებრი და გაბრტყელებული ფორმები. მოწონებას იმსახურებს ფაიანსის მძივებიც. ესენია ღარებით თუ ჭდეებით შემკული ცილინდრული, ბიკონუსური და წვრილი მძივები. ერთფეროვანი მინის მძივებიდან აღსანიშნავია რგოლისებრი, გოფრირებული სხვადასხვა ფერის მინის მძივები. ერთადერთია მინისავე პოლიქრომული, თვალადი მძივი. სფერული, შავი ფონისმიერი სამი თვალი ყვითელი ძაფებითაა გამოყვანილი. 

გაზიარება