მინის წარმოების ისტორია მუზეუმში დაცული ექსპონატების მიხედვით

პროგრამის შესახებ

   მინის  წარმოების ისტორია მუზეუმში დაცული ექსპონატების მიხედვით  ფერადი მინის ჭურჭლის უძველესი ფორმები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლშია აღმოჩენილი. მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილია ამ სახის ნაკეთობათა ყველა წამყვანი ფორმა. 
  მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათი დამზადების ხერხებსა და დანიშნულებას. ასევე საშუალება ექნებათ მუზეუმის სახელოსნოში თვითონვე დაამზადონ და მოხატონ მათთვის სასურველი ფორმა.

პროგრამა განკუთვნილია:  V–XII, კლასის მოსწავლეებისათვის. 
პროგრამის ხანგრძლივობა:  60–90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
 

გაზიარება