პროექტი „ქალები ქვიშიდან“. ისტორია პირველი: მზეონა (ქალი მეთევზეთა ოჯახიდან)

პროგრამის შესახებ

მუზეუმში გამოფენილი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე შექმნილი კლასიკური პერიოდის კოლხეთში მცხოვრები კოლხი ქალის, მზეონას, პორტრეტის მეშვეობით მოსწავლეები კოლხი მეთევზეების ოჯახურ გარემოს, თევზის რეწვასთან დაკავშირებულ ინვენტარსა (ბადის საწაფები, ანკესები, ტივტივები) და სპეციალურ სამზარეულო ჭურჭელს, სათევზე ლანგარს - იხთიას გაეცნობიან. გაკვეთილზე ნაჩვენები იქნება პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმი. სასურველია ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება ბუნების ან გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად (კლასების შესაბამისად) თემით: შავი ზღვის აკვატორია. პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკულ აქტივობას (ბადის დამზადება, იხთიის მოხატვა). 
პროგრამა განკუთვნილია V- VIII კლასების მოსწავლეებისათვის
ხანგრძლივობა: 75 (45+30) წუთი
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
მოსწავლეების რაოდენობა: 10
ჩატარების ადგილი: საექსპოზიციო დარბაზი.
კოორდინატორები: ნინო ძნელაძე, გურამ ჩხატარაშვილი
 

გაზიარება