ოქტომბერს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „მეღვინეობასთან დაკავშირებული მემკვიდრეობის ძეგლები აჭარაში''. ღონისძიებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ. საექსპოზიციო დარბაზში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის პუბლიკაციების გამოფენა - პრეზენტაცია გაიმართა.შეხვედრა ქართული ღვინის დაგემოვნებით დასრულდა. ღონისძიებას უძღვებოდნენ : სსიპ აჭარის მუზეუმის სამეცნიერო და საგამომცემლო საქმის კურატორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი თამარ შალიკაძე; აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის საექსპოზიციო სამსახურის უფროსი, არქეოლოგიის აკადემიური დოქტორი იზოლდა დუმბაძე.