პირი სწორი, ყელი ცილინდრული, ტანი სფერული. ძირი ბრტყელი, ვიწრო. ტანის ზედა ნახევარი დაფარულია სწორი თუ რკალური შტრიხებით გამოყვანილი ცხოველთა პროფილური გამოსახულებებით (სამი ცხენის, ერთი ირმის). ცხენის სტილიზებული თავი ოთხკუთხა შემოწერილობისაა. ცხენები ფაფარაშლილია, ძუა ბოლოში გაშლილი. მეოთხე ფიგურა ირმის გამოსახულებას წარმოადგენს. სტილიზებული თავი წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმითაა გამოხატული. მაღალი დატოტილი რქები ნაჩვენებია ანფასში. შემორჩენილია კუდის ნაწილი. სურა საკულტო-სარიტუალო ხასიათის მატარებელია. გრაფიკა თვითმყოფადობით გამოირჩევა. თვლიან, რომ ირემი ცხოველთა ნაყოფიერების მფარველი ღვთაების სიმბოლოა, ზეციურ სამყაროს უკავშირდება და მთავარი ღვთაებების მზისა და მთვარის გვერდით ცისკრის ვარსკლავს გამოსახავს.