თოხისებრი იარაღი, ხელვაჩაური, სოფ. მახვილაური, ძვ.წ. VII-VI ათასწლეული

კოლექციის შესახებ

დამზადებულია შავი ფერის ბაზალტის ანატკეცზე, რომლის ზედაპირი დაფარულია მორუხო თხელი პატინით.იარაღის ორივე სიბრტყე ოდნავ ოვალურია, ზურგის მხარე ბუნებრივი ქერქითაა დაფარული. ყუის ორივე გვერდზე ღრმა ამონაღარია. ყუას ოვალური შემოწერილობა აქვს. სამუშაო პირი თხელი და ოვალური ფორმისაა, დიამ. 6,5 სმ

გაზიარება