უძველესი მეტალურგები აჭარაში

პროგრამის შესახებ

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულ არტეფაქტებზე დაყრდნობით მოსწავლეები გაეცნობიან აჭარაში ლითონის წარმოების  ტრადიციებს, მოპოვებისა და დამუშავების ხერხებს და მათი განვითარების ეტაპებს. იმსჯელებენ უძველესი მელითონეების როლზე კოლხური კულტურის ჩამოყალიბებაში.
აღნიშნულ საკითხების უკეთ აღქმისათვის  მოსწავლეებს მიეცემათ ფოტომასალისა და ვიდეორგოლების ნახვის შესაძლებლობა; თავად დააკვირდებიან მუზეუმის ეზოში განთავსებული მადნის დასანაწევრებელი ხელსაწყოს მეშვეობით დაქუცმაცების პროცესს. 

პროგრამა განკუთვნილია:  IX-XI კლასის მოსწავლეებისათვის. 
პროგრამის ხანგრძლივობა:  60–90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით

 

გაზიარება