ვახტანგ(ბესო)ბესელია-ოთარ დარჩიას პორტრეტი(ქაღალდი,ფანქარი.38X46.2016)

კოლექციის შესახებ

ვახტანგ (ბესო) ბესელია - ფერმწერი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი. თანამედროვე ქართული ხელოვნების  ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის ფარნაოზ ლაპიაშვილის სახელოსნოში (1964-70). მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პორტრეტს, თუმცა ის ნაყოფიერად მუშაობს ნატურმორტის და პეიზაჟის ჟანრშიც, ქმნის ნამუშევრებს ბიბლიურ სიუჟეტებზე. სურათზე გამოსახულია ბათუმელი მოქანდაკის ოთარ დარჩიას მეტყველი პორტრეტი. სამი მეოთხედით მოცემული პერსონაჟი, რომელიც კროსვორდს ავსებს, კონცენტრირებული და ჩაფიქრებულია, რბილი განათებით არის აქცენტირებული მისი სახე და ხელები. შუქ-ჩრდილოვანი ეფექტები, ფორმების ფაქიზი მოდელირება, გამოსახულების ერთგვარი ბუნდოვანობა ნამუშევარს დახვეწილ გამომსახველობას ანიჭებს.

გაზიარება