15 აპრილს ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ვიზიტი უფასო იქნება. ძირითად საექსპოზიციო დარბაზში, საპარადო კიბის წინ განთავსდება ირაკლი წულაძის სკულპტურული ნამუშევარი ,,გულის გზა“. ასევე ხელოვნების მუზეუმის ფონდიდან გამოიფინება რამდენიმე ქანდაკება, სკულპტურული, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
მობრძანებულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მუსიკალური ჰანგების ფონზე დააგემოვნონ ქართული ღვინო.