ა. ნოლცე - მხატვარზე ცნობები არ მოგვეპოვება. მარინისტული პეიზაჟის წინა პლანზე გამოსახულია ხალხით სავსე დიდი იალქნიანი ნავები. კომპოზიციის მარჯვენა მხარეს მოცემულია სანაპირო ზოლი ქარის წისქვილებით, შორს, უკანა პლანზე, იალქნიანი ნავების სილუეტები იკითხება. ნამუშევარი გამოირჩევა დახვეწილი კოლორიტით, რბილი შუქ-ჩრდილოვანი მოდელირებით, ეფექტური განათებით.