ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი -ჟანა თოიძის პორტრეტი(ტ./ზ.50X39.1964)

კოლექციის შესახებ

ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი - ფერმწერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში 1906-10 წლებში და პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში 1910-12 წლებში.

ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი ქმნიდა საინტერესო სიუჟეტურ კომპოზიციებს, წარმატებით მუშაობდა ნიუს და პორტრეტულ ჟანრში. მის ნაწარმოებებს ახასიათებს დახვეწილი ფერწერულობა, მდიდარი კოლორიტი.

ავტორის პორტრეტული სახეები შინაგანი სითბოთი და ლირიზმით არის განმსჭვალული, რომლის ერთ-ერთი მაგალითია შემოქმედების გვიან პერიოდში შესრულებული ტილო “ჟანა თოიძის პორტრეტი”.

გაზიარება