ალექსანდრე ციმაკურიძე - ქვიშხეთი (ტილო/ზეთი.70X95)

კოლექციის შესახებ

ალექსანდრე ციმაკურიძე - ქართული პეიზაჟური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში 1906-15 წლებში, იყო ცნობილი რუსი მხატვრების ვიქტორ  ვასნეცოვის და  ნიკოლაი კასატკინის მოწაფე.

ალექსანდრე ციმაკურიძის საყვარელი თემა იყო ქართლის - ქვიშხეთისა და  ბორჯომის ხეობის თვალწარმტაცი პეიზაჟები, ასეთია „ქვიშხეთი“. ავტორი უმეტესწილად  გადმოსცემდა მზიანი შუადღის  ნათელიდილიურ გარემოს. მისთვის დამახასიათებელია აღქმის უშუალობა, ხალისიანი კოლორიტი, წერის თავისუფალი მანერა, ჰაეროვანი გარემოს ოსტატური გადმოცემა.

გაზიარება