ამირან კუპრავა - მეშვიდე საყვირი (ტილო/ზეთი. 90X100. 1992)

კოლექციის შესახებ

ამირან კუპრავა - ფერმწერი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრის კოკი მახარაძის სახელოსნოში (1982 – 1988). მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია განზოგადებულ პორტრეტებს, პეიზაჟებს, სიუჟეტურ კომპოზიციებს. „მეშვიდე საყვირი“ არის ბიბლიური სიუჟეტი აპოკალიფსიდან, რომელიც დაწერილია ჩვ.68-69  წლებში იოანე მოციქულის მიერ. მასში აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. მეშვიდე ბეჭდის ახსნა არის მიწიერი ცხოვრების დასასრულის დასაწყისი, ანგელოზთა საყვირები კი დაკავშირებულია ქრისტეს მოახლოებასთან. საყვირის გრგვინვა კაცობრიობას აუწყებს, რომ „გამოცხადებისას“ იგი ჩამოვა ზეციდან, სამეფო ჩვენი უფლისა ქრისტეს სამეფო გახდება და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე. წარმოდგენილი მისტიკური სცენა ძველი თბილისის ფონზე ვითარდება. ტილოზე ჰაერში მოლივლივე ანგელოზებია გამოსახული, ერთ-ერთ მათგანს საყვირი უჭირავს.

გაზიარება