ანტონიო კანოვა - ამური და ფსიქე /ასლი/ (მარმარილო.80X100X35)

კოლექციის შესახებ

ანტონიო კანოვა (1757-1822) –XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლასიცისტი იტალიელი სკულპტორი. 1781 წლიდან საცხოვრებლად რომში  გადავიდა და მალევე ევროპაში თავისი დროის ყველაზე პოპულარული მოქანდაკე გახდა. კანოვა , ორი ტიპის ნამუშევრებს ქმნიდა, ესაა: დიდი ზომის საჯარო ოფიციალური ქანდაკებები და მითოლოგიურ თემებზე შესრულებული კომპოზიციები. „ამურის და ფსიქეს“ სიუჟეტი ძველი რომაელი მწერლის აპულეიუსის “მეტამორფოზების“ ერთ-ერთი ნოველაა, რომელშიც მეფის ულამაზესი ასულის  და ქალღმერთ აფროდიტეს ვაჟის ამურის სიყვარულის ამბავია  მოთხრობილი. ეს სკულპტურული კომპოზიცია წარმოადგენს ასლს, რომლის ორიგინალები დაცულია პარიზის ლუვრში და პეტერბურგის ერმიტაჟში.

გაზიარება