ბორის ფოგელი (1872-1961) - ბათუმი რეიდზე (მუყაო/გუაში.63X48.1913)

კოლექციის შესახებ

ბორის ფოგელი (1872-1961) - დაიბადა დაღესტანში. მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან ერთად გადმოვიდა თბილისში. 1892 წ. ჩააბარა მოსკოვის უნივერიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა, მისი ჭეშმარიტი გატაცება ხელოვნება იყო. 1896-97 წწ. სწავლობდა პარიზის ჟულიენის აკადემიაში, ხოლო 1897-1902 წწ.  პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში. ბ. ფოგელი სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა თბილისში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1934 წლიდან სამუშაოდ გადავიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში პროფესორად. მისი ნამუშევრები თავისი განწყობილებით თუ კოლორისტული გადაწყვეტით ხალისიანია, პეიზაჟებში მუდმივად გვხვდება ზღვის თემა - ბათუმის, ბოსფორის და ვენეციის ხედებით.

გაზიარება