ჩარლზ ლეიკერტი - (1816-1907)- ზამთრის საღამო (ტილო/ზეთი.45X54)

კოლექციის შესახებ

ჩარლზ ლეიკერტი - (1816-1907). 1841-48 წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა ჰააგაში. დაამთავრა ჰააგის აკადემია. 1849-80 წწ. ცხოვრობდა ამსტერდამში. 1856 წელს გახდა ამსტერდამის სამეფო ხელოვნების აკადემიის წევრი. სიცოცხლის ბოლო წლებში იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. უმეტესად ხატავდა ზამთრის პეიზაჟებს. მის ნამუშევრებში იგრძნობა სინათლე და გამჭვირვალობა. წარმოდგენილ სურათზე გამოსახულია სოფლის განაპირა კუთხე  გაყინული მდინარით, რომლებზეც ბავშვები ციგურაობენ. უკანა პლანზე მოცემულია ხეები, ქოხები და შორეული ეკლესია.

გაზიარება