დავით კაკაბაძე - იმერეთი(ტილო/ზეთი.29X40.1915)

კოლექციის შესახებ

დავით კაკაბაძე, დიდი ქართველი მოდერნისტი - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის და კინოს მხატვარი, გამომგონებელი და ხელოვნების თეორეტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, პარალელურად მეცადინეობდა მხატვარ-აკადემიკოსის ლევ დმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში 1910-15 წლებში. 1919 - 27 წლებში მოღვაწეობდა პარიზში, სადაც ქმნიდა სრულიად ორიგინალურ კუბისტურ, აბსტრაქტულ და კონსტრუქციულ-დეკორატიულ კომპოზიციებს. მონაწილეობდა მოდერნისტული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენებში პარიზში, ბრიუსელში, ნიუ-იორკში და სხვ.

იმერეთის პეიზაჟის თემა ლაიტმოტივად  გასდევს  დ. კაკაბაძის მთელ შემოქმედებას. ციკლის ამ ორ ადრეულ ნიმუშში  ნათლად იკითხება მკაფიო  ინდივიდუალობის მქონე მხატვრის შემოქმედებითი სახე. პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი . კაკაბაძე, არდადეგების პერიოდში ნატურიდან ხატავდა მშობლიური კუთხის პეიზაჟებს, სადაც ბუნების უშუალოდ რეალისტური ასახვის ნაცვლად მის ხატოვან განზოგადებას მიმართავს. პანორამული, ზემოდან დანახული სივრცე, დეკორატიულ-სიბრტყობრივი კომპოზიცია, ლოკალური ფერადოვანი ლაქებით შექმნილიმოზაიკურინახატი, ის ძირითადი გამომსახველობითი თვისებებია, რითაც . კაკაბაძე ემოციურობით აღსავსე აბსტრაჰირებულ სურათ-ხატებს ქმნიდა.

გაზიარება