დავით კაკაბაძე-სერიიდან,,პარიზი''(ქაღ./აკვარელი.22X28.1921)

კოლექციის შესახებ

 დავით კაკაბაძე, დიდი ქართველი მოდერნისტი - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის და კინოს მხატვარი, გამომგონებელი და ხელოვნების თეორეტიკოსი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, პარალელურად მეცადინეობდა მხატვარ-აკადემიკოსის ლევ დმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში (1910-15). 1919 - 27 წლებში მოღვაწეობდა პარიზში, სადაც ქმნიდა სრულიად ორიგინალურ კუბისტურ, აბსტრაქტულ და კონსტრუქციულ-დეკორატიულ კომპოზიციებს. მონაწილეობდა მოდერნისტული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენებში პარიზში, ბრიუსელში, ნიუ-იორკში და სხვ. წარმოდგენილი სურათი ამ ცნობილი სერიის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელზეც სენის სანაპირო __ ნოტრ-დამი და თაღებიანი ხიდია გამოსახული.

გაზიარება