სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 13 მარტს 16:00 საათზე გაიხსნება დეა ელიზბარაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა - „თავის უფალი სული“. ექსპოზიცია ემოციურად ღრმა და მრავალფეროვან ქალებზეა, სხვადასხვა სახეებით, შინაარსით და სათქმელით...
ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა მასალაში /ზეთი, აკრილი, გუაში, ნეონი, ფანქარი, ქვა.../
გამოფენა გაგრძელდება 17 მარტის ჩათვლით.