ეკატერინე ბაღდავაძე - მოლოდინი (მუშამბა/ზეთი. 79X49. 1966)

კოლექციის შესახებ

ეკატერინე ბაღდავაძე - ფერმწერი. XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე გამოჩენილი მხატვრების უჩა ჯაფარიძის და მოსე თოიძის ხელმძღვანელობით 1934-40 წლებში.

ეკატერინე ბაღდავაძის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ინტენსიური, ჟღერადი კოლორიტი,  მსუყე ფერწერული მონასმები და თავისებური დეკორატიულობა. ქალთა განზოგადებულ, იდეალიზებულ სახეებში, რომლებიც საკუთარ სამყაროში არიან ჩაღრმავებულნი, ავტორი სხვადასხვა განცდასა და განწყობილებას გადმოსცემს.

გაზიარება