ელენე ახვლედიანი - პრაღა (ქაღალდი/გუაში. 35X26.1959)

კოლექციის შესახებ

ელენე ახვლედიანი - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. ახალი ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.  საქართველოს სახალხო მხატვარი,  რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1922 წელს, იყო გამოჩენილი მხატვრის გიგო გაბაშვილის მოწაფე,  რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა პარიზის კოლაროსის აკადემიაში 1922-27 წლებში. აქვე მონაწილეობდა „დამოუკიდებელთა“ სალონის გამოფენებში.

ელენე ახვლედიანის მხატვრული მრწამსი მთელი სისავსით მჟღავნდება მის პეიზაჟურ ფერწერაში, იგი .. “განწყობილების პეიზაჟისთვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ფართოდ დანახული ინტიმური ლანდშაფტები ბუნების აღქმის ასპექტთა მრავალფეროვნებით, პოეტურობით, დახვეწილი ფერადოვნებით გამოირჩევა.   

სურათზე გამოსახულია პრაღის ისტორიული ცენტრის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩა დამახასიათებელი ფერადოვანი სახლებით და ქუჩაში მოსიარულე ადამიანების სტაფაჟური ფიგურებით, რომლებიც თავისებურად აცოცხლებენ პეიზაჟს.   

გაზიარება