ელენე ახვლედიანი - ზამთარი თელავში (ტილო/ზეთი.79X60.1959)

კოლექციის შესახებ

     ელენე ახვლედიანი - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. ახალი ქართული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.  საქართველოს სახალხო მხატვარი,  რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1922 წელს, იყო გამოჩენილი მხატვრის გიგო გაბაშვილის მოწაფე,  რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა პარიზის კოლაროსის აკადემიაში 1922-27 წლებში. აქვე მონაწილეობდა „დამოუკიდებელთა“ სალონის გამოფენებში. ელენე ახვლედიანის მხატვრული მრწამსი მთელი სისავსით მჟღავნდება მის პეიზაჟურ ფერწერაში, იგი .. “განწყობილების პეიზაჟისთვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი ფართოდ დანახული ინტიმური ლანდშაფტები ბუნების აღქმის ასპექტთა მრავალფეროვნებით, პოეტურობით, დახვეწილი ფერადოვნებით გამოირჩევა.   
 „ზამთარი თელავში“ - მხატვარს იზიდავდა საქართველოს კოლორიტული კუთხეები, ისტორიული ქალაქების ხედები წელიწადის სხვადასხვა დროს. ეს ნამუშევარი წარმოადგენს ზამთრის პეიზაჟების ცნობილ ციკლს, რომელიც განსაკუთრებული ცხოველხატულობით ხასიათდება.

გაზიარება