ფოტო გამოფენა - ცნობილი ჩეხი ქალები (30.03-03.04.2023)

გამოფენის შესახებ

თარიღი:

სსიპ აჭარის მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმის გალერეაში  30 მარტს 17:00 საათზე გაიხსნება  სსიპ აჭარის მუზეუმისა და ჩეხეთის ცენტრის მიერ ორგანიზებული ფოტო გამოფენა - ცნობილი ჩეხი ქალები.

   პროექტი მოიცავს ორმოცდაათი გამოჩენილი ჩეხი და მორავიელი ქალის პორტრეტს,  დანახულს თანამედროვე ახალგაზრდა ილუსტრატორების, ბოჰემიის უნივერსიტეტის  დიზაინისა და ხელოვნების ფაკულტეტის ლექტორის რადისლავ სუტნარის სტუდენტების თვალით. /მენტორი - რენატა ფუჩიკოვა/. ეს არის ქალთა შთამბეჭდავი სია, რომელიც მოიცავს ისტორიას და ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროს! ქალები, რომლებსაც არ ეშინოდათ და არ ეშინიათ იყვნენ ძლიერები თავიანთ პოზიციებში, მოსაზრებებში, პასუხისმგებლობებსა და სამსახურში.

გაზიარება