გაბრიელ შახინგერი (1850-1912) - ბავარიის სამეფო კარის მხატვარი. სწავლობდა მიუნხენის ნატიფი ხელოვნების სამხატვრო აკადემიაში. 1876-78 წწ. ბავარიის მთავრობის დაფინანსებით სწავლობდა იტალიაში. მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის ჟანრში, ქმნიდა ჟანრულ კომპოზიციებს. მისი ყველაზე ცნობილი ტილოა 1887 წელს შესრულებული ბავარიის მეფის ლუდვიგ II ბავარიელის პორტრეტი. სავარძელში მჯდომი ახალგაზრდა ქალი გამოსახულია ¾ რაკურსით, რომელიც თითქოს წუთით მოსწყდა წიგნის კითხვას და მეტყველი მზერით იცქირება. მოდელს აცვია მუქი ლურჯი უხვად დრაპირებული კაბა, რომელსაც თეთრი მაქმანი ამშვენებს.